დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019419 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1285
2015 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სამი თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. წილკნის (მდ. ნარეკვავი) მიმდებარე ტერიტორია − 600 მ3 ქვიშა-ხრეში
![]() |
ბ) სოფ. აღდგომელაანთკარის (მდ. შირი-ხევი) მიმდებარე ტერიტორია − 15400 მ3 ქვიშა-ხრეში
![]() |
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − მცხეთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობების გადახდა:
გ.ა) სოფ. წილკნის (მდ. ნარეკვავი) მიმდებარე ტერიტორიაზე − 600 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 104 (ას ოთხი) ლარი;
გ.ბ) სოფ. აღდგომელაანთკარის (მდ. შირი-ხევი) მიმდებარე ტერიტორიაზე − 15400 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 2678 (ორი ათას ექვსას სამოცდათვრამეტი) ლარი.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. მცხეთის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები