შპს „საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019418
  • Word
1284
16/06/2015
ვებგვერდი, 30/06/2015
000000000.00.003.019418
შპს „საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1284

2015 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (I ეტაპი)“ – პროექტის ფარგლებში, 14.3-კილომეტრიანი საექსპლუატაციო გზის მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ (ს/ნ: 204524568) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფ. კარდენახის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 19 391,40 (ცხრამეტი ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი მთელი და ორმოცი მეასედი) მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

2. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 3 373 (სამი ათას სამას სამოცდაცამეტი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3.შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4.შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი