დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 1-ის)“ სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1282 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019416 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1282
2015 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 1-ის)“ სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის − ქვეპროგრამა 1-ის)“ სასესხო ხელშეკრულების მე-4 განრიგის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
დავით ლეჟავა − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
იოსებ სხირტლაძე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი;
ოთარ ძიძიკაშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი;
ცისნამი საბაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თამარ ავალიშვილი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის სახელმწიფო ვალის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები