საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019412
  • Word
1278
16/06/2015
ვებგვერდი, 30/06/2015
000000000.00.003.019412
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1278

2015 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ

 „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, მსმენელებისა და იუნკერებისთვის საველე სწავლებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისა და რეალურ საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებული წვრთნის პროცესის წარმართვისთვის, 150 ცალი კვამლწარმომქმნელი ყუმბარისა და 200 ცალი ფეთქებადი პაკეტის (საარტილერიო სიმულატორი (MK9)) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით კომპანია „პრაიმთეიქისგან“, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;

ბ) კომპანია „პრაიმთეიქს“ განესაზღვროს წინასწარი ანგარიშსწორების განსხვავებული პირობა და გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან;

გ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ქონების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, ხოლო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

 

      

პრემიერ-მინისტრი                                            ირაკლი ღარიბაშვილი