დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისათვის, გელა დუმბაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით, პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1270 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019404 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1270
2015წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისათვის, გელა დუმბაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით, პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისათვის, გელა დუმბაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით, პარიტეტული კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2014 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიქმნას პარიტეტული კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გელა დუმბაძე – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი;
გოჩა ჯავახიშვილი – საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, კომისიის წევრი;“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები