საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018666
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
281
23/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
040030000.10.003.018666
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/06/2015 - 29/05/2018)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის  ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის  ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის  გადაცემის წესი

მუხლი 1

 ეს წესი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის  ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შორის თანამშრომლობას, სააგენტოს მიერ  სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის ფორმირებისთვის.

მუხლი  2

1.  შემოსავლების სამსახური, სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, აწვდის ბიზნესოპერატორთა (გადასახადის გადამხდელთა) შესახებ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფაქტობრივი მისამართ(ებ)ის შესახებ (ტერიტორიის კოდის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

ბ)  ერთობლივი შემოსავლის შესახებ;

გ) ტელეფონის და/ან ფაქსის ნომრისა და  ელ-ფოსტის  შესახებ.

2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით,  დამატებით მიაწოდოს სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოცემული არ არის ამ მუხლის  პირველ   პუნქტში.

მუხლი 3

სააგენტო უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორების (გადასახადის გადამხდელთა) შესახებ მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გამოყენებას,  მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით.