სს "ლიბერთი ბანკი" (დივიდენდების გამოცხადების შესახებ)

  • Word
სს "ლიბერთი ბანკი" (დივიდენდების გამოცხადების შესახებ)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ლიბერთი ბანკი"
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
23/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
სს "ლიბერთი ბანკი" (დივიდენდების გამოცხადების შესახებ)
ს.ს."ლიბერთი ბანკი"

თბილისი, 23 ივნისი, 2015

 

დივიდენდის გამოცხადება

 

გვინდა გაცნობოთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) 2015 წლის 19 ივნისის აქციონერთა საერთო კრებამ (შემდგომში „საერთო კრება“) მხარი დაუჭირა 2014 წლის დივიდენდის გაცემას „ბანკის“ ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების მფლობელთა მიმართ, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ლარში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

 „ბანკის“ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მფლობელთათვის 2014 წლის 17%-იანი პრივილეგირებული აქციების დივიდენდის (შემდგომში პრივილეგირებული აქციების დივიდენდი“) გადახდა:

1. 2015 წლის 6 ივლისი განსაზღვრულ იქნა „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად;

2. ზემოაღნიშნული თარიღისთვის გამოშვებული 6,139,064 კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციის მფლობელებისთვის გასაცემი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ ჯამურ თანხად განსაზღვრულ იქნა 1,043,640.88 ლარი, ან 0.17 ლარი ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე;

3. 2015 წლის 22 ივლისი განსაზღვრულ იქნა „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად.

„ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების მფლობელთათვის დივიდენდის (შემდგომში „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდი“) გადახდა: 

1. 2015 წლის 6 ივლისი განსაზღვრულ იქნა „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად;

2. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადასახდელ ჯამურ თანხად განსაზღვრულ იქნა 8,000,000 ლარი;

3.  „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდი“ უნდა განაწილდეს ჩვეულებრივ აქციონერებს შორის პროპორციულად;

4. „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდა განხორციელდება 2015 წლის ისეთ დროს, როდესაც გასული კალენდარული თვის ბოლოსთვის გამოთვლილი „ბანკის“ მთლიანი კაპიტალადეკვატურობის კოეფიციენტი (რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მეთოდის მიხედვით, რომელიც ცნობილია როგორც მიმდინარე/ძველი მეთოდი) შესაბამის თვეში „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გაცემის შედეგად არ იქნება 18.25%-ზე ნაკლები; და

5. 2015 წლის 22 ივლისი განსაზღვრულ იქნა „ჩვეულებრივი აქციების დივიდენდის“ გადახდის უახლოეს თარიღად, კაპიტალადეკვატურობის კოეფიციენტის დაცვის გათვალისწინებით, როგორც ეს აღნიშნულია ზემოთ. 

 

 

გიორგი არველაძე

გენერალური დირექტორი

სს „ლიბერთი ბანკი“