საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016152
24
22/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
010250020.35.130.016152
საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2015 წლის 22 ივნისი

ქ. საჩხერე

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
საჩხერის  მუნიციპალიტეტის ქონების   საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას,  საჯარო აუქციონში  მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს  20 (ოცი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე