საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016178
60
23/06/2015
ვებგვერდი, 29/06/2015
300300000.22.025.016178
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №60

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ.თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებება:

 

 1. მე-20 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა “ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდებათ ტესტირების გზით მზადყოფნის დადასტურებამდე ან დისპეტჩერის მითითებით (თანხმობით) სადგურის გაშვებამდე, რომლის დროსაც წყაროს მიერ დადასტურდება მზადყოფნა, ხოლო “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში -  შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის, გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება იმ დღიდან, როდესაც დადგა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, იმ დღის ჩათვლით, როდესაც დადასტურდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა ტესტირების ან დისპეტჩერის მითითებით (თანხმობით) სადგურის გაშვების გზით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული ყველა განკარგულება დაარეგისტრიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში.

8. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა “ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული შემთხვევების გამომწვევი გარემოებების თაობაზე, ასევე მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ მოითხოვოს ტესტირება და წარადგინოს მზადყოფნის განაცხადი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტირება უკვე მოთხოვნილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნით (თანხმობით) მოხდა სადგურის გაშვება. ტესტირების მოთხოვნა შესაძლებელია დისპეტჩერული განაცხადის გზით, ასეთ შემთვევაში წყარო ვალდებულია  წარადგინოს მზადყოფნის განაცხადი მოდევნი სამუშაო დღეს.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე