„ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018663
278
22/06/2015
ვებგვერდი, 22/06/2015
300160070.10.003.018663
„ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №278

2015 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017674) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის 1 ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე და ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი