„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.139.016188
17
19/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
040110030.35.139.016188
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2015 წლის 19 ივნისი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.139.016177).
1. დადგენილებით დამტკიცებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, მისი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი;“.

3. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.

2.  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა)  შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება;

გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა;

დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად);“.

4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს.“;

6. მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.

7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად), განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გადახდა და წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) შესაბამის სისტემაში აისახება ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე.“;

7. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.“.

8. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.“.

9. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე  ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა,  ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით.

3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებით.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“.

10. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე