დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/06/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.174.016090 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25/12/2014; 190020020.35.174.016040) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 691,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4424,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5154,5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 730.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2595,3 ათასი ლარის ოდენობით.
ზ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -217.6 ათასი ლარის ოდენობით.
თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.ტ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 21) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის - 26 მაისისათვის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის - 9 მაისისთვის.
ი) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი17. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები