დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019364 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1236
2015 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, „საქართველოსრეგიონებშიგანსახორციელებელიპროექტებისფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხისგამოყოფისშესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით გათვალისწინებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში არსებულ „მიშმირის წყალზე“ სატუმბი სადგურის, რეზერვუარის, მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობის; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში სასმელი წყლის ტუმბოს მოწყობის; სოფელ გამარჯვებაში „ხუთმილა წყალზე“ სატუმბი სადგურის და სადაწნევო მილის მოწყობისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში სასმელი წყლის სატუმბი სადგურიდან სადაწნევო მილის რეაბილიტაციისა და ტუმბოს მოწყობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა, 26 850 (ოცდაექვსი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები