დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019360 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1232
2015 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების დახმარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
1. 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს არაუმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევა, თითოეულ დაღუპულზე 10 000 ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები