რეპატრიაციის სამსახურის შესახებ

  • Word
რეპატრიაციის სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/04/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.160.000.05.002.000.
  • Word
286
18/04/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/04/1996
010.160.000.05.002.000.
რეპატრიაციის სამსახურის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №286

1996 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

რეპატრიაციის სამსახურის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონის თანახმად, საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებულ პირთა განსაზღვრული კონტიგენტის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადასაწყვეტად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აგვისტოს 542 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული რეპატრიაციის სამსახური სტრუქტურულად დაექვემდებაროს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. სამსახურის უფროსმა ისარგებლოს მინისტრის მოადგილის სტატუსით.

2. რეპატრიაციის სამსახური განისაზღვროს 12 საშტატო ერთეულით.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე), საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია), საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) ერთ თვეში უზრუნველყონ სამსახური სამუშაო ოთახებით, ორგტექნიკით, ინვენტარით, სატელეფონო კომუნიკაციებით, სპეციალური კავშირითა და ტრანსპორტით.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აგვისტოს №542 დადგენილება.

ე. შევარდნაძე