სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019357
  • Word
1229
14/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
000000000.00.003.019357
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1229

2015 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2015 წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში, ძლიერი წვიმით გა­მოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

      

პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი