რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019388
  • Word
1225
11/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
000000000.00.003.019388
რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1225

2015 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის (შემდგომში – ჩემპიონატი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

ტარიელ ხეჩიკაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

  ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

შოთა მურღულია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი;

გიორგი ჩოგოვაძე – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

გიორგი ნიჟარაძე – ა(ა)იპ – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.         

  2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ორგანიზების უზრუნველსაყოფად.

  3. შესაბამისმა უწყებებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელებას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი