დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019388 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1225
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას რაგბში 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის (შემდგომში – ჩემპიონატი) ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
შოთა მურღულია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი;
გიორგი ჩოგოვაძე – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გიორგი ნიჟარაძე – ა(ა)იპ – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.
2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ორგანიზების უზრუნველსაყოფად.
3. შესაბამისმა უწყებებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები