შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

  • Word
შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019387
  • Word
1224
11/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
000000000.00.003.019387
შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1224

2015 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „Georgia Invest“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად  გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია, ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 185 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №01.72.14.014.643 და №01.72.14.014.644) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (ს/კ №404389372) და შპს „Georgia Invest“-ს (ს/კ №404914376) შორის 2012 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული  უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტისა და შპს „Georgia Invest“-ისათვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე, შემდეგი პირობებით:  
ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ საკუთრებაში დაბრუნდება ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5222 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.643) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 129 778 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.689);

ბ) შპს „Georgia Invest“-ის საკუთრებაში დარჩება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, კერძოდ: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.691) და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 47 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.014.690).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი