დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019385 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1222
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კენ. კონსტრაქშენისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა №65-ის მიმდებარედ არსებული 41 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.041.057) და ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა №65-ის მიმდებარედ არსებული 42 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.041.058) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „კენ. კონსტრაქშენს“ (ს/კ: №405038418).
2. საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ა)შესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან1 (ერთი) თვის ვადაში საპრივატიზებოთანხისგადახდა;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთებისათვის საზოგადოებრივი დანიშნულების შენარჩუნება, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათ მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი აუცილებელი გზით (საცალფეხო და საავტომობილო) უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობა.
3. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით, უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებებისგანხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები