დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019384 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1221
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცეს თანხმობა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისათვის საყრდენი პუნქტის მოწყობის მიზნით, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება – ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდაურში მდებარე 350.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №74.06.11.606), ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადით, თვიური საიჯარო ქირით, 163 (ას სამოცდასამი) ლარად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები