უკრაინიდან და საფრანგეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • Word
უკრაინიდან და საფრანგეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019379
  • Word
1216
11/06/2015
ვებგვერდი, 25/06/2015
000000000.00.003.019379
უკრაინიდან და საფრანგეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1216

2015 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

უკრაინიდან და საფრანგეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენებათან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან, აანაზღაუროს:

ა) 37 550 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) უკრაინული გრივნის ეკვივალენტი ლარი არსენ ბერიძის უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად;

ბ) 1138 (ათას ას ოცდათვრამეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გიორგი ჯანელიძის უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად;

გ) 4 748 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდარვა) ევროს ეკვივალენტი ლარი ვენიკო გელაშვილის საფრანგეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი