დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019374 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1211
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. მიმდინარე წლის ივნისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გამოუყოს 614 400 (ექვსას თოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი, მათ შორის:
ა) სოფელ დიდი ირაგისა და ჯიგრაშენის 2 ხიდის სამშენებლო სამუშაოებისათვის 454 400 (ოთხას ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი;
ბ) სოფელ სამღერეთში სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობისათვის 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები