„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016247
21
19/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
010250020.35.119.016247
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №21

2015 წლის 19 ივნისი

ქ. ხონი

 

,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გეცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში (სსმ. 010250020.35.119.016234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების II თავის  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

   „ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია“.  

2. დადგენილებას დაემატოს IVთავი შემდეგი  შინაარსით;

„თავი IV გარდამავალი დებულება“

„მუხლი 25“ ამ წესის მე-9 მუხლში ასახული სამართლებრივი შედეგები გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან, რათა დიალიზის სახელმწიფო პროგრამას  დაქვემდებარებულ ბენეფიციართა დახმარებისათვის განკუთვნილი თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს სრულყოფილად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე