„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016164
14
18/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
010260020.35.118.016164
„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2015 წლის 18 ივნისი

ქ. ონი

 

 

„ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის 2015  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016155)  შევიდეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისთვის, არაუმეტეს 3000 ლარისა.“

2. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

 „მუხლი 101. უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების  ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა

1. დახმარება გაეწევა იმ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ   ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს და ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ანაზღაურდება ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის დაქირავების  საფასური  წელიწადში  არაუმეტეს 600 ლარისა.

2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;          

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;

ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;

ზ) ქირავნობის ხელშეკრულება“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე