„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016079
27
17/06/2015
ვებგვერდი, 19/06/2015
010260020.35.175.016079
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2015 წლის 17 ივნისი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №18  დადგენილებაში (matsne.gov.ge 010260020.35.175.016070. 01/04/2015)

1.1. 1-ლი მუხლის მესამე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 103, 148-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 150-ე მუხლით, 151-ე მუხლის მესამე ნაწილით,  საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში სამსახური ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, სხვა საჭირო დოკუმენტაციას და აწარმოებს აღრიცხვის ჟურნალს.’’.

 

1.2. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ახორციელებს  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ 55-ე, 103, 148-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 150-ე, 151-ე მუხლის მესამე ნაწილით, 513 ,533 , 552-ე მუხლებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის  და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი