დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016308 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2401 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის №01-2248 29.05.2015 წლის წერილის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილებაში, კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების დანართი №31 (საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით
/დანართი №31 დადგენილებას თან ერთვის/.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 24 ივნისიდან. |
|
დანართი №31
|
| ||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები