ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29/15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 08/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016334
29/15
07/11/2014
ვებგვერდი, 22/06/2015
480610000.03.030.016334
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტროს შორის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის ეროვნული განვითარების სამინისტრო (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მხარეები”),

 

ითვალისწინებენ რა საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებას, რაც გაძლიერებულია მაღალი დონის ვიზიტებით და  ადასტურებს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კავშირების გაძლიერების ხელშეწყობის მიმართ ორმხრივ ინტერესს,

 

ითვალისწინებენ რა, რომ ორივე მხარეს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ტექნოლოგიების და მომსახურების მიწოდების მონაწილეებს, განზრახული აქვთ დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში

 

აღიარებენ რა ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის საჭიროებას ორივე მხარის შესაძლებლობების გათვალისწინებით,

 

აღიარებენ რა ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ორ მხარეს შორის ინტენსიური ვაჭრობის პოტენციალს,

 

აქვთ რა ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების, ერთობლივი საწარმოების, ერთობლივი ინიციატივების და ბაზრების ზრდის ორმხრივი ინტერესი

 

და

 

განზრახული აქვთ რა ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა, რომლის მიზანია ორ მხარეს შორის ბიზნეს-პარტნიორობის ხელშეწყობა,

 

თანხმდებიან შემდეგ ურთიერთგაგების მემორანდუმზე:


მუხლი 1

თანამშრომლობის მიზნები

 

1. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში „მემორანდუმი”) მიზანია ორ მხარეს შორის თანამშრომლობის დამყარება მათი ძალისხმევის, ასევე ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსების გაერთიანებისთვის, რომლის საბოლოო მიზანია ტექნოლოგიური თანამშრომლობის და ინოვაციური საქმიანობების განვითარება, ასევე დახმარების, საკონსულტაციო და ტექნიკური ტრენინგის მომსახურების განვითარება, რომლებიც მიმართულია ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სპეციალიზებული ადამიანური რესურსების ფორმირებაზე.

 

მუხლი 2

თანამშრომლობის სფეროები

 

1. ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგი სფეროებით:

 

a. ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში რეგულაციების, სტანდარტიზაციის და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების, ასევე ახალი ტექნიკური საშუალებების და ტექნოლოგიების შესახებ მონაცემების გაცვლა;

b. ორივე მხარის სახელმწიფოში ინვესტიციების სტიმულირება ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;

c. ორივე მხარის სახელმწიფოში დაინტერესებული კომპანიების მხარდაჭერა მათ პარტნიორულ საქმიანობაში;

d. ტრენინგი ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;

e. ადამიანური რესურსების განვითარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში  განათლების და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების განავითარების მიზნით;

f. თითოეული მხარის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ სემინარებში, კონფერენციებში, ერთობლივ ფორუმებში და საერთაშორისო ღონისძიებებსა და ბაზრობებში მონაწილეობის ორგანიზება და ხელშეწყობა;

g. ელექტრონული მომსახურებისთვის (ელექტრონული მომსახურება, ელექტრონული ვიზები, ელექტრონული ვაჭრობა) მონაცემების გაცვლის საჭიროების შესახებ ინფორმირება, ამ საჭიროების იდენტიფიცირება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოება;

h. ინფორმაციის გაცვლა მიწისზედა საეთერო ციფრული მაუწყებლობის სფეროში;

i. ახალგაზრდა სპეციალისტებს შორის ICT სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა ახალგაზრდებს შორის, ერთობლივი ICT ფორუმების გამართვის საფუძველზე;

j. საერთაშორისო ორგანიზაციებში ორმხრივი მხარდაჭერა, ორივე მხარის სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დამთხვევის შემთხვევაში.

 

2. ერთობლივ ინტერესებთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობები განხორციელდება ამ მემორანდუმის ფარგლებში და დარეგულირდება უფრო  კონკრეტული შეთანხმებებით. ასეთი კონტრაქტებით/შეთანხმებებით განისაზღვრება ხარჯებთან და ინვესტიციებთან, კონფიდენციალობასთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, ასევე სხვა დეტალები, რომელთა საფუძველზედაც ნათლად განისაზღვრება ორივე მხარის რესურსების და სარგებელის წარმოშობასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ინგლისური ენა გამოყენებული იქნება როგორც კომუნიკაციის საშუალება კომპეტენტურ ორგანოებს შორის.

 

მუხლი 3

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

 

ამ მემორანდუმის საფუძველზე განხორციელებული პროექტიდან წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები შეთანხმდება ნათლად, დამატებითი დოკუმენტების მეშვეობით, რომლებიც ხელმოწერილი იქნება თითოეული ორმხრივი პროექტის დაწყების დღეს.

 

მუხლი 4

ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა

 

ეს მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მოქმედებს ოთხი (4) წლის განმავლობაში. მემორანდუმის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ოთხ (4) წლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარემ წერილობით არ განაცხადა მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მემორანდუმი წყვეტს მოქმედებას წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამი (3) თვის შემდეგ.

 

მუხლი 5

ცვლილებები და დამატებები

 

ამ მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და ძალაში შევა ამ მემორანდუმის მე-4 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული ოქმი წარმოადგენს ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 6

დავების რეგულირება

 

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით

 

მუხლი 7

დასკვნითი დებულებები

 

ამ მემორანდუმის დებულებები გავლენას არ მოახდენს ორივე მხარის უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც წარმოიშვება მათთვის შესასრულებლად სავალდებულო სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან. მემორანდუმის ძალაში შესვლა ზიანს არ მიაყენებს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. ეს მემორანდუმი ინტერპრეტირებული იქნება ან მასზე მითითება გაკეთდება ისე, რომ არ გააუქმოს, ან/და გავლენა არ მოახდინოს ნებისმიერი იმ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, რომელიც ხელმოწერილია ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ საქართველოს შორის.

 

ზემოაღნიშნულის დასტურად მხარეების სათანადოდ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

 

ხელმოწერილია 2014 წლის 7 ნოემბერს, ქ.თბილისში ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი

უნგრეთის ეროვნული განვითარების

სამინისტროს სახელით

გიორგი კვირიკაშვილი

 

 

პიტერ სიიარტო