დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450140000.10.003.018658 |
|
| მუხლი 1 |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკი თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაევალოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და რადიოსიხშირული რესურსის მფლობელ პირებს ეთხოვოთ, რომ განახორციელონ საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივი გათიშვის გრაფიკის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. 3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ აღმოჩენილ ჩრდილოვან ზონებში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მინიჭებულ სიხშირეებზე მოქმედი ანალოგური მიკრორეტრანსლატორების ეტაპობრივად გათიშვა განხორციელდეს მათ სანაცვლოდ ციფრულ სამაუწყებლო ზონებში გამოყენებულ სიხშირეებზე ან განსხვავებულ სიხშირეებზე ციფრული მიკრორეტრანსლატორების ამოქმედების შემდგომ. 4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2015 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გათიშვის გრაფიკი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისს. |
|
დანართი
საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გეგმა |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები