აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/521 (შპს ტყის ნობათი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის თაობაზე

  • Word
აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/521 (შპს ტყის ნობათი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/521
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/05/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/521
28/05/2015
ვებგვერდი, 17/06/2015
აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/521 (შპს ტყის ნობათი"-ს მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

 საქმე 2/ 521

 

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

2015 წლის 28 მაისი

ქ. ქუთაისი

 

 

 კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

 კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

 

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

 

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 

კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლი.

 

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-, 37-, 39-, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-, 285- მუხლებით და

 

:

 

1. შპს ,,ტყის ნობათის’’ (ს/კ 247861149) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.

2. შპს ,,ტყის ნობათის’’ (ს/კ 247861149) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შპს ,,ტყის ნობათის’’ (ს/კ 247861149) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები;

4. შპს ,,ტყის ნობათის’’ (ს/კ 247861149) გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაინიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. . ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 სხდომის თავმჯდომარე :                ხელმოწერილია / გენადი მაკარიძე/

 

  სხდომის მდივანი :                ხელმოწერილია / ნოდარი გიორგიძე /

                                                ასლი სწორია

 მ/თანაშემწე:                          ი. ლოსაბერიძე