დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.15.008.016195 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) დამტკიცებულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულებას დაემატოს 101 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადების ათვლა 1. ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების კანონით დადგენილი 5 წლიანი ვადის ათვლა იწყება, წინამორბედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან და სრულდება მისი უფლებამოსილების კანონით დადგენილი ვადის დასრულების დღეს. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულების ამოქმედების ვადის განსაზღვრისას, განკარგულებაში საჭიროებისამებრ მითითებულ უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისი თარიღი. 3. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების შესრულების, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის დაწყებისა და კომისიაში საქმიანობისათვის ანაზღაურების მიღების ვადა, ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის აითვლება მათი არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულების ამოქმედების დღიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები