დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.170.016121 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.170.016117) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.170.016072) შეტანილ იქნეს ცვლილება: ა) გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით 1327.6 ათასი ლარის ოდენობით; ბ) შესაბამისად გაიზარდოს გადასახდელების ნაწილი და მიიმართოს შემდეგი დანიშნულებით: ბ.ა) 500,0 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისათვის /კოდი 04 05/; ბ.ბ) 827,6 ათასი ლარი - ქალაქის ტროტუარების რეაბილიტაციისათვის /კოდი 03 01 01/;. გ) ზემოხსენებულ ცვლილებათა გათვალისწინებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვროს 21187,4 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 19859,8 ათასი ლარისა. 2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები