დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.170.016120 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 მაისის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.170.016111) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.170.016072) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: ა) გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით 2117.7 ათასი ლარის ოდენობით; ბ) შესაბამისად გაიზარდოს გადასახდელების ნაწილი და მიიმართოს შემდეგი დანიშნულებით: ბ.ა) 146,7 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის. /კოდი 04 06/; ბ.ბ) 237,3 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გარე განათების მოწყობა რეაბილიტაციისათვის. /კოდი 03 02 01/; ბ.გ) 129,7 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციისათვის. /კოდი 03 02 08 /; ბ.დ) 361,5 ათასი ლარი - მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ეზოების მოწყობისათვის. /კოდი 03 03 01/; ბ.ე) 328,1 ათასი ლარი - სანიაღვრე და წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა-მოწესრიგებისათვის. /კოდი 03 04/; ბ.ვ) 914,4 ათასი ლარი - ყინულის მოედნის მშენებლობის საბოლოო ეტაპისათვის. /კოდი 03 06/; გ) შევიდეს შიდა ცვლილება დამტკიცებულ ბიუჯეტში: კერძოდ შემცირდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 331,8 ათასი ლარით, მათ შორის: გ.ა) 24,1 ათასი ლარით - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები /კოდი 01 01/; გ.ბ) 228,8 ათასი ლარით-ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხარჯები /კოდი 01 02/; გ.გ) 15,1 ათასი ლარით - ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა- პატრონობის პროგრამა /კოდი 03 02 06/; გ.დ) 6,0 ათასი ლარით - კეთილმოწყობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის პროგრამა ააიპ ,, კეთილმოწყობის ცენტრი“-ს ბაზაზე /კოდი 03 03 02/; გ.ე) 8,0 ათასი ლარით - სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა /კოდი 04 01/; გ.ვ) 8,0 ათასი ლარით - ააიპ ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ ხარჯები /04 03/; გ.ზ) 30,0 ათასი ლარით- ქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ხარჯები /05 01 01/; გ.თ) 2,5 ათასი ლარით - სამხატვრო გალერეის ხარჯები /კოდი 05 02 01/; გ.ი) 0,9 ათასი ლარით - სამხატვრო სკოლის ხარჯები /კოდი 05 02 02/; გ.კ) 3,4 ათასი ლარით - მუსიკალური სკოლების ხარჯები /კოდი 05 02 03/; გ.ლ) 5.0 ათასი ლარით- საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამა /კოდი 05 02 04/; დ) შემცირებული თანხების შესაბამისად გადიდდეს შემდეგი პროგრამების ხარჯები. კერძოდ: დ.ა) 100,0 ათასი ლარი მიიმართოს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვაზე. /კოდი 01 01 01/; დ.ბ) 15,0 ათასი ლარი - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობისათვის /კოდი 03 08/; დ.გ) 31,8 ათასი ლარი - ქ.ზუგდიდში განსახორციელებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის /კოდი 03 09/; დ.დ) 85,0 ათასი ლარი - მინი სპორტული მოედნების მშენებლობა, რეაბილიტაციისათვის /კოდი 05 01 02/; დ.ე) 100,0 ათასი ლარი - მიიმართოს უმწეო ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის /კოდი 06 06/; ე) ზემოხსენებულ ცვლილებათა გათვალისწინებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება 19859,8 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 17742,1 ათასი ლარისა.“ 2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები