„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.018656
271
17/06/2015
ვებგვერდი, 17/06/2015
440050000.10.003.018656
„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №271

2015 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2015,  440050000.10.003.018416) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი - საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი - საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ნოდარ ჯავახიშვილი - საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური - საბჭოს წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი - საბჭოს წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი - თინათინ ხიდაშელი - საბჭოს წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო - საბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია - საბჭოს წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - გიორგი შარვაშიძე - საბჭოს წევრი;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი - დიმიტრი ქუმსიშვილი - საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ივანე კიღურაძე - საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - თემურ მაისურაძე - საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი - გიორგი ბაჩიაშვილი, შპს „ჯი სი ეფ პარტნიორების“  (თანაინვესტირების ფონდის) გენერალური დირექტორი - საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი - ლევან კილაძე, შპს „ლემონდუს“ მფლობელი - საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი - პაპუნა ტოლიაშვილი, შპს „სინერჯი  ჯგუფის“  დირექტორი - საბჭოს წევრი;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი - გიორგი კვესიტაძე - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - გია დვალი - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - დავით ფრანგიშვილი - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - ზაზა შათირიშვილი - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - მერაბ კოკაია - საბჭოს წევრი;

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ირაკლი ქაშიბაძე -  საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი