დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.124.016155 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/06/2015 - 28/02/2017)
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 93-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემგომში „მოსაკრებელი“) დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებისა და მათი განთავსების საბოლოო ადგილზე ტრანსპორტირებისათვის. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის თანდართული ინსტრუქციები კერძოდ:
1. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გადახდის თანდართული წესი (დანართი №1). 2. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულებებისა და ქვითრების ტიპიური თანდართული ფორმები (დანართი №2 ; №3; №4 და №5). 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე: ა) ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში - 0.5 ლარით; ბ) დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში - 0.2 ლარით. 4. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 3 სულით. 5. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, მოსაკრებლის გადამხდელები, ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული მოსაკრებლის გადამხდელებად. |
| მუხლი 3 |
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:
1. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-ზე დაბალია. 2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და ის იურიდიული პირები, რომლებშიც მუნიციპალიტეტი 50 % -ზე მეტ წილს ფლობს. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილების მე-5 მუხლი. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის წინამდებარე გადახდის წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საფუძველზე და განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი (შემდგომში – „ინსტრუქცია“) აწესრიგებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის ოდენობის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - „მოსაკრებელი“) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ (შემდგომში „გაერთიანება“) მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეულ მომსახურების საფასურს, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან გაერთიანების ანგარიშზე. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას მათი განთავსების საბოლოო ადგილამდე. 4. ნარჩენების წარმომქმნელია პირი, რომლის საყოფაცხოვრებო ან სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი. 5. ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 6. მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს ამზადებს და დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან დებს „გაერთიანება“. 7. იურიდიული პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით გაერთიანება უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება. 8.მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
|
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
ა) ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში - 0.5 ლარით; ბ) დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში - 0.2 ლარით.
თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთით გადასახდელ თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და შეწყვეტა |
|
მუხლი 5.
მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადები |
|
მუხლი 6.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის |
მოსაკრებლის დროულად გადაუხდელობა გამოიწვევს დაჯარიმებას მუნიციპალიეტეტის მაცხოვრებლებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ერთჯერადად 2 ლარის ოდენობით, ხოლო ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებისა და იურიდიული პირებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება – გაერთიანებას. |
მუხლი 8.
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისადაიურიდიულიპირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა |
1. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრებაზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობის (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.) შესაბამისად, შემდეგი ფორმულით: M=N:12X7XF
სადაც: ა) M -არის მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე. ბ) N - არის ნარჩენის წლიური დაგროვების ნორმა მ3; გ) 12 - არის კალენდარული თვე; დ) 7 - არის მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები. ე) F - ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)
|
დანართი №2
|
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
|
ქ. ბაღდათი „ - - “ - - - - - - - 2015 წ.
ჩვენ, ერთის მხრივ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“, ს/კ:------------------- (შემდგომში „გაერთიანება“), წარმოდგენილი დირექტორის ბიძინა ჯაბიძის სახით, ხოლო მეორეს მხრივ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /აბონენტის დასახელება /საიდენტ. კოდის №/ მისი მესაკუთრე / მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი./ შემდგომში “აბონენტი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
|
მუხლი 1.
ხელშეკრულების საგანი |
აბონენტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. |
მუხლი 2.
მხარეთა უფლება-მოვალეობები |
1. ხელშეკრულების 1 მუხლში აღნიშნულ მომსახურეობას, ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახორციელებს შესაბამისი სამსახურის ან პირის მეშვეობით.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოახდინოს -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /მიეთითოს რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/
3. მოსაკრებლის გადამხდელი აბონენტი (მესაკუთრე/მოსარგებლე) ვალდებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში არსებული იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიის ფართის ან მათი ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით). 4.აბონენტი ვალდებულია წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში. 5. თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, აბონენტი ვალდებულია თავად შეიძინოს დამატებითი სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი. 6. აბონენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ისე მომსახურე პირისგან. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში აბონენტი (მესაკუთრე/მოსარგებლე) მუნიციპალიტეტს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებულ უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 8. აბონენტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულ ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობას მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება. |
მუხლი 3.
ანგარიშსწორების პირობები |
1. აბონენტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანაზე შეადგენს ........................................................... ლარს.
2. აბონენტისთვის ყოველთვიური დაგროვების ნორმის ერთეული დადგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ___ _________ № ___ დადგენილებით და
განისაზღვრება ------------------------------------------------------ /ზომის ერთეული/ 3. აბონენტისთვის ყოველთვიური მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება………...................................... ლარით. იგი არის ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების ნამრავლი. 4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე,ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით გაერთიანების წარმომადგენელთან (ინკასატორთან), დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1 და 2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ. |
მუხლი 4.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება |
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
2. აბონენტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა. 3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს. |
მუხლი 5.
დავები და მათი გადაწყვეტის წესი |
1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 6.
ფორს - მაჟორი |
1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
2. მხარე რომელსაც შეექმნა ფორს – მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს. |
მუხლი 7.
სხვა პირობები |
1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე. 3. ხეკშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. |
მუხლი 8.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა |
1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.
2. ხელშეკრულება დადებულია __________ ვადით 3. ვადის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება ----- განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი ვადის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე. 4. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება. |
მუხლი 9.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები |
|
დანართი №3
|
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
|
ქ. ბაღდათი „ - - “ - - - - - - - 2015 წ.
ჩვენ, ერთი მხრივ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“, ს/კ:------------------------- (შემდგომში „გაერთიანება“), წარმოდგენილი დირექტორის ბიძინა ჯაბიძის სახით, ხოლო მეორე მხრივ ფიზიკური პირი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /გვარი სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების მისამართი. /
შემდგომში “აბონენტი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: |
მუხლი 1.
ხელშეკრულების საგანი |
აბონენტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. |
მუხლი 2.
მხარეთა უფლება-მოვალეობები |
1. ხელშეკრულების 1-ლ მუხლში აღნიშნულ მომსახურეობას, ბაღდათის მუნიციპალიტეტი ახორციელებს შესაბამისი სამსახურის ან პირის მეშვეობით.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოახდინოს --------------------------------------------------------------------------------------------------------
/მიეთითოს რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/
3. აბონენტი ვალდებულია წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში. 4. აბონენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, ისე მომსახურე პირისგან. |
მუხლი 3.
ანგარიშსწორების პირობები |
1. აბონენტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება შეადგენს --- ლარს.
2. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით გაერთიანების წარმომადგენელთან(ინკასატორთან), დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტს დაერიცხება ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, ერთჯერადად, 2 (ორი) ლარის ოდენობით. 4. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 5. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს გაერთიანებას. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს გაერთიანებას ამ ცვლილების შესახებ. 6.ნარჩენების წარმომქნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 7.უძრავი ქონების მოსარგებლემ საცხოვრებლის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა ცვლილება. 8.თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთით გადასახდელ თანხას. |
მუხლი 4.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება |
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
2. აბონენტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა. 3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს. |
მუხლი 5.
დავები და მათი გადაწყვეტის წესი |
1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 6.
ფორს - მაჟორი |
1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
2. მხარე რომელსაც შეექმნა ფორს – მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს. |
მუხლი 7.
სხვა პირობები |
1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე. 3. ხეკშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. |
მუხლი 8.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა |
1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.
2. ხელშეკრულება დადებულია __________ ვადით 3. ვადის გასვლის შემდეგ, ამ ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება ----- განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი ვადის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე. 4. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება. |
მუხლი 9.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები |
|
დანართი №4
|
დასუფთავების მოსაკრებელი
ქ ვ ი თ ა რ ი №
აბონენტის № გვარი სახელი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - თარიღი: - - - - - - - - - -
წინა დავალიანება: - - - - - - - გადახდილი თანხა: - - - - - - სულ გადასახადი: - - - - - - -
ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“
მომსახურე პირი: მისამართი:
|
დანართი №5
|
დასუფთავების მოსაკრებელი
ქ ვ ი თ ა რ ი №
აბონენტის № გვარი სახელი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - თარიღი: - - - - - - - - - -
წინა დავალიანება: - - - - - - - გადახდილი თანხა: - - - - - - - სულ გადასახადი: - - - - - -
ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“
(მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისთვის). მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . – მდე გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები. დამატებითი ცნობებისათვის მიმართეთ ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“-ს მისამართზე: ქ. ბაღდათი, წერეთლის ქ. №-16
მომსახურე პირი:
მისამართი: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები