დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 821 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 24/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.050.000.05.001.001.651 |
ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ
კანონის მიზანი
1. ამ კანონის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიების სახით:
ა) იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში;
ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების გამოვლენისა და აღიარების მიზნით ასეთი შემოსავლის (ქონების) ლეგალიზების პირობებისა და წესის განსაზღვრა და მისი დაფარვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების დადგენა.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) დააგროვეს ისეთი დანაშაულებრივი გზით, როგორიცაა: ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები;
ბ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებზე, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (გარდა საქართველოს პრეზიდენტის სხვა სათათბირო ორგანოს წევრებისა და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირებისა), აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებზე და მათ მოადგილეებზე, იმ პირებზე, რომლებსაც 1997 წლის 17 ოქტომბრიდან ჰქონდათ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმ საწარმოში, რომლის საწესდებო კაპიტა-ლი აღემატება (აღემატებოდა) 1 მილიონ ლარს და რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს (ფლობდა) წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, და იმავე მუხლის 21-ე, 211 და 212 ნაწილებით განსაზღვრულ ახლო ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და დაკავშირებულ პირებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) არ ვრცელდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება მათ მიერ დაუსაბუთებელი ქონების ან ფულადი სახსრების 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში ინვესტირების შემთხვევაში – ამ ინვესტიციის ოდენობის ფარგლებში, ასევე საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ანაბრის განთავსება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებზე (ასევე მათი ოჯახის წევრებზე, ახლო ნათესავებზე და დაკავშირებულ პირებზე) ამ კანონით განსაზღვრული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობის პირის სტატუსის მიღებამდე ჩადენილ ქმედებებზე.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგადასახადო ვალდებულება – სახელმწიფოს წინაშე ფულადი ფორმით გამოხატული ვალდებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ექვემდებარება დეკლარირებას ან/და გადახდას;
ბ) დაფარული ქონება (შემოსავალი) – ქონება (შემოსავალი), რომელიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა მიიღეს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 199-ე, მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე, 1601, 1602 მუხლებით, 162-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 163-ე, 1631, 164-ე, 165-ე, 1651, 1653, 1654, 1655, 1656, 166-ე, 1661, 167-ე, 1693, 1696, 1697, 1711, 172-ე, 173-ე, 1731, 1732 და 174-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შედეგად;
გ) ინვესტიცია – „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული ფასეულობა ან უფლება.
მუხლი 3. ამნისტიის მოქმედების წესი
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე:
ა) შეწყდეს ყველა საგამოძიებო ორგანოში იმ პირ-თა მიმართ აღძრული საქმეების წარმოება და სასამართლოებში განუხილველი საქმეები, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 199-ე, მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე, 1601, 1602 მუხლებით, 162-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 163-ე, 1631, 164-ე, 165-ე, 1651, 1653, 1654, 1655, 1656, 166-ე, 1661, 167-ე, 1693, 1696, 1697, 1711, 172-ე, 173-ე, 1731, 1732 და 174-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;
ბ) გათავისუფლდნენ სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
2. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინეს 2004 წლის 1 იანვრამდე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ძირითადი ან დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმაზე.
მუხლი 4. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.
2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან/და გადახდა.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე;
ბ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგების შედეგად ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილად დაფიქსირებულ გადასახადის თანხებზე. აღნიშნული თანხები ექვემდებარება უპირობო ანულირებას.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოებს (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს), აგრეთვე სამარ-თალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ გადასახდელებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით რევიზიის (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება) განხორციელება.
მუხლი 5. დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესი
1. პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაცია ხორციელდება ამ კანონით გათვალისწინებულ პირთა მიერ ამავე კანონით დადგენილი წესით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთჯერადი გადასახდელის გადახდით. დაფა-რული ფინანსური სახსრების ლეგალიზება ასევე შესაძლებელია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მისი საქართველოს ბანკებში გან-თავსების გზით 1%-იანი გადასახდელის გადაუხდელად. 1%-იანი გადასახდელი გადაიხდება დეკლარირებულ ფულად სახსრებზე და არაეკონომიკური დანიშ-ნულების უძრავ ქონებაზე.
2. პირი უფლებამოსილია:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 2005 წლის ბოლომდე საგადასახადო ორგანოებში წარადგინოს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია და დეკლარირებული დაფარული ქონების (შემოსავლის) საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით ერთჯერადი გადასახდელის გადახდის ქვითარი;
ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული 3 თვის ვადაში ჩარიცხოს ფულადი სახსრები საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ვადიან ან შემნახველ ანაბრებზე ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში ნაღდი ფულის შეტანით, ან საზღვარგარეთიდან საკუთარი ფულის გადმორიცხვით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ დეკლარაციაში აისახება დეკლარაციის შევსების მომენტისათვის პირის ქონებრივი და ფინანსური მდგომა-რეობა დაფარული ქონების (შემოსავლის) ჩათვლით. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მასზე ვრცელდება გადასახადის გადამხდელთა შესახებ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
4. საგადასახადო ორგანო დეკლარაციასა და 1%-იანი გადასახდელის გადახდის ქვითარს წარდგენისთანავე ატარებს რეგისტრაციაში, დეკლარანტს უკან უბრნებს დეკლარაციისა და ქვითრის დამოწმებულ ასლებს და დაუყოვნებლივ გასცემს შესაბამის ცნობას.
5. პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაციისას:
ა) დეკლარაციის (ქვითრის) ასლის დამოწმება, დეკლარაციის (ქვითრის) რეგისტრაციაში გატარება და აღნიშნულის შედეგად გაცემული შესაბამისი ცნობა წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის, დაფარული ქონების (შემოსავლის) ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს;
ბ) ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ფინანსური სახსრების საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში განთავსება და აღნიშნულის შედეგად გაცემული შესაბამისი საბანკო დოკუმენტი წარმოადგენს პირის მიერ ბანკში განთავსებული ფინანსური სახსრების ლეგალიზაციის საფუძველსა და დამადასტურებელ საბუთს.
6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის, ერთჯერადი გადასახადის გადაუხდელად, ამ კანონით დადგენილი წესით ლეგალიზებულად ითვლება:
ა) 1992 წლამდე რეგისტრირებული უძრავი ქონება, აგრეთვე 1992-2004 წლებში შეძენილი (აშენებული) უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 000 ლარს;
ბ) ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანაბრებზე (ანგარიშებზე) განთავსებული ფიზიკურ პირთა ფინანსური სახსრები.
7. ლეგალიზებულ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსრულებელი, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
8. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ კანონის შესაბამისად ლეგალიზებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის, დაფარული ქონების (შემოსავლის) ნებისმიერი ფორმით რევიზია (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება).
9. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმას, მასში შესატან აუცილებელ მონაცემებს, დეკლარაციის რეგისტრაციისა და შესაბამისი ცნობის ფორმას და გაცემის წესს, 1%-იანი გადასახდელის გადახდის წესს, იმ საგადასახადო ორგანოთა ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ 3 თვის პერიოდს ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.
მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი
1. შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ამ კანონით გათვალისწინებულ პირთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში გაანადგურონ ან დეკლარანტს უკან დაუბრუნონ ამავე პირთა მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი და შესაბამის დაწესებულებებში არსებული (შენახული) მათივე დეკლარაციები და შემოწმების გენერალური გეგმა. დეკლარანტს ასევე უფლება აქვს გაანადგუროს მის ხელთ არსებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 დეკემბერი.
№821 რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები