დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 270 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018655 |
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში
ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი). 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (ავტომატიზირებული საქმისწარმოების პროგრამა „edocument”, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული). 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“; ე) „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილება; ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი (შემდგომში - დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი). 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (ავტომატიზირებული საქმისწარმოების პროგრამა „edocument”, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული). 3. დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“; დ) „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები