საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018652
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
267
16/06/2015
ვებგვერდი, 16/06/2015
130040000.10.003.018652
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/06/2015 - 24/07/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2015 წლის 16 ივნისი

ქ.თბილისი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-12 მუხლის და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცი შემდეგი რედაქციით:

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის

მოსამსახურის ფიცი

 

მე, ---------------------------, ვხდები რა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, საზეიმოდ ვფიცავ:

 

− სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ვემსახურო საქართველოს;

 

− განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, კეთილსინდისიერად შევასრულო დაკისრებული მოვალეობები;

 

− მტკიცედ ვიდგე ჩემი ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე;

 

− არსად, არასოდეს, არცერთ ვითარებაში არ გავამჟღავნო სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოება;

 

− თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხს ვაგებ ღვთისა და კანონის წინაშე.

 

ვემსახურები საქართველოს, ვცოცხლობ საქართველოსთვის,

 

გვფარავდეს ღმერთი!

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი