დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 266 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.018651 |
|
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №100 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2014, 010240030.10.003.017718) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1 - ღ5“ ქვეპუნქტები: „ღ1) უზრუნველყოფს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, კოორდინაციასა და მონიტორინგს; ღ2) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვის მიზნით, ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას, შესაბამის კვლევებსა და მათ საფუძველზე შეიმუშავებს კონცეფციას; ღ3) უზრუნველყოფს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმირებასა და მისი საქმიანობის კოორდინაციას; ღ4) ახორციელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის, ასევე სტრატეგიულ კომუნიკაციაში ჩართული სხვა ორგანიზაციების ღონისძიებების ერთიანი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციას; ღ5) სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობას;“; ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი; ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი; გ) ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი; დ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები