დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016091 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.173.016002) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. მერის მოადგილე (მოადგილეები) 1. მერის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 2. მერის და მერის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მერის მოვალეობებს. 3. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. მერის მოადგილეს (მოადგილეებს) ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.’’ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები