„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016092
25
16/06/2015
ვებგვერდი, 18/06/2015
010250050.35.173.016092
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 16 ივნისი

ქ. ახალციხე

 

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის 30 იანვრის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი 05/02/2015 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016074) და დადგენილებით დამტკიცებული:

 

1. დანართის (დებულება) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.სამსახური შედგება, სამსახურის უფროსის, მერის თანაშემწის, მერის პირადი მდივნისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.“

2. დანართს (დებულება) დაემატოს  შემდეგი შინაარსის  41  მუხლი:

,,მუხლი  41.   მერის თანაშემწე

ა) შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსულ კორესპონდენციას უკეთებს ანალიზს და უწევს  სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებს საჭირო დოკუმენტებს;

ბ) ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე;

გ) უზრუნველყოფს დაწესებულებების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.“

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი:

,, 2. საორგანიზაციო განყოფილება:

ა)  საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;

ბ)  საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;

გ) მერის სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალების მომარაგება;

დ) მერის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;

ე) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

ვ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;

ზ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ  თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის ორგანიზება;

თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ი)  ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

კ) მერის სამსახურებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის  კოორდინირებული საქმიანობა;

ლ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

მ) ვიზიტორების განრიგის მიღება;

ნ) მერიაში შემოსულ ზარებზე პასუხი და საჭიროების შემთვევაში შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;

ო) საქმიანი წერილიების მიღება და საჭიროებისამებრ ადრესატებთან გადამისამართება;

პ) ყოველდღიური სტატისტიკის წარმოება;

ჟ)მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე