დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016971 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ, №140, 29.10.2010. მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:
1. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ოლიმპიადის მონაწილეთა საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შემდგომ, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად დგება ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სია კონკრეტული კლასის/კლასებისა და საგნის შესაბამისად.“. ბ) მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით ოლიმპიადის მონაწილეები გადანაწილდებიან შესაბამის ადგილებზე შერჩევით. 6. ოლიმპიადის გამარჯვებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში პირველ ათ ადგილზე განაწილებული ოლიმპიადის მონაწილე/მონაწილეები. 7. ოლიმპიადის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში ემთხვევა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას. 8. ოლიმპიადის პირველ, მე-2 და მე-3 ადგილებზე გადანაწილდება ოლიმპიადის მხოლოდ ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% და ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე.“. 2. 24-ე მუხლის: ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ წესის მე-15 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს ცენტრის მიერ გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადის მეორე ტურში. 2. ამ წესის მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოლიმპიადის მონაწილეებისა, ცენტრის მიერ გადაეცემა სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ ოლიმპიადის მონაწილემ გაიმარჯვა ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადაეცეთ პრიზი/პრიზები. 3. ამ წესის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეიტინგული სიის ოლიმპიადის პირველ სამ მონაწილეს ცენტრის მიერ გადაეცემა ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილის შესაბამისად. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომის მქონე მოსწავლეებს სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაეცემათ პრიზი/პრიზები.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. ოლიმპიადის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები პირველი, მეორე და მესამე ადგილების შესაბამისად აგრეთვე გადაეცემა/გადაეცემათ იმ ოლიმპიადის მონაწილეს/მონაწილეებს, რომლის/რომელთა ქულა ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რეიტინგულ სიაში ემთხვევა ამავე სიაში პირველ, მე-2 ან მე-3 ადგილზე მყოფი მონაწილის ქულას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები