,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.172.016087
25
15/06/2015
ვებგვერდი, 18/06/2015
210070000.35.172.016087
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 15 ივნისი

ქ. ამბროლაური

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.172.016068) შევიდეს  შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის  „დ.ბ.” ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

ფიზიკურ პირთათვის მოსაკრებელი განისაზღვროს 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით თვეში ერთ სულზე და არაუმეტეს ოჯახზე 2 (ორი) ლარისა, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის თვეში  ერთ სულზე 0.25 (ოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ოჯახზე 1 (ერთი) ლარისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე