„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016581
77
16/06/2015
ვებგვერდი, 16/06/2015
040030000.22.027.016581
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №77

2015 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა;“;  

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1“, „უ“, „ფ“, „შ“, „შ1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების და ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9 . ახალგორის  სამოქალაქო რეესტრის  სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს (გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „შ“, „შ1“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა).“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ (გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობისა), „დ“, „ე“, „ვ“, „ვ1“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „ც“, „ძ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი