საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016240
32
15/06/2015
ვებგვერდი, 18/06/2015
010250050.35.158.016240
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2015 წლის 15 ივნისი

ქ. ბოლნისი

 

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

  საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის" 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით  გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



                                                                                                                                                                                               დანართი №1
ბოლნისის  მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის  სისტემა

 


1.სოფელი ბალახაური;

2. სოფელი მწყნეთი;

3. სოფელი ბერთაკარი;

4.  სოფელი სენები;

5. სოფელი დარბაზი;

6. სოფელი წიფორი;

7. სოფელი ზვარეთი;

8. სოფელი საბერეთი;

9. სოფელი სამწვერისი.


 

                                                                                                                                            დანართი2

ბოლნისის  მუნიციპალიტეტში  დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება  გამოიწვევს   საქართველოს  კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას

ქ. ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში:

აღმაშენებლის  ქუჩა

სულხან-საბა ორბელიანის  ქუჩა

სააკაძის  ქუჩა

კოსტავას ქუჩა

კულტურისა და დასვენების  პარკი

კინო-თეატრის მიმდებარე ტერიტორია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია

გიას და კახას წყაროს მიმდებარე ტერიტორია

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ბულვარი.