„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3717-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.017788
3717-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 24/06/2015
040200140.05.001.017788
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი;

ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა;

თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი;“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 1პუნქტები:

„11. მინდობით აღზრდას ექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება.

12. განრიდების ღონისძიების სახით გამოსაყენებელი მინდობით აღსაზრდელად განთავსების წესი და პროცედურები განისაზღვრება „განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3717-IIს