დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016238 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ მე-20 მუხლის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ბოლნისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის გამოყენებისა და შენახვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ეს წესი, განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდის (შემდეგში - საკრებულოს ბეჭედი) გამოყენებისა და შენახვის სამართლებრივ პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს ბეჭდის გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
საკრებულოს ბეჭედი |
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს ბეჭედი, რომლეზეც გარშემო პირველ წრეზე ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია: ,,საქართველო ბოლნისი მუნიციპალიტეტი’’, ,,GEORGIA BOLNISI MUNICIPALITY’’, მეორე წრეზე ,,ბოლნისი მუნიციპალიტეტი საკრებულო’’, ,,BOLNISI MUNICIPALITY SAKREBULO’’, ბეჭდის შუაში დატანილია: ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბი და საიდენტიფიკაციო კოდი (225393963). |
მუხლი 3.
საკრებულოს ბეჭდის გამოყენება |
1. საკრებულოს ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ეს უფლებამოსილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ენიჭება საქართველოს რგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ დადგენილი წესით თანამდებობაზე არჩევისთანავე.
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს ბეჭდის გამოყენების უფლებამოსილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების ან გადადგომის მომენტიდან, საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს ბეჭედი გადასცეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რა დროიდანაც ბეჭდის გამოყენების უფლებამოსილება გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. 4. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და თანამდებობიდან გადაყენების ან გადადგომის მომენტიდან, საკრებულოს ბეჭდის შენახვის უფლებამოსილება დაეკისრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბეჭდის გადაცემა სამართლებრივად ფორმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონებაზე პასუხისმგებელი მთავარი სპეციალისტის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს ქონებაზე პასუხისმგებელი მთავარი სპეციალისტი და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები. |
მუხლი 4.
რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ |
1. რეკვიზიტი ,,ბეჭედი“ დაიტანება შემდეგ დოკუმენტებზე:
ა) სამართლებრი ვაქტებზე; ბ) საფინანსო დოკუმენტაციაზე; გ) მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ გარიგებებზე; დ) ოქმებზე; ე) ცნობებზე. 2. ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფარმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობის და ხელმოწერის ნაწილი. 3. ელექტრონულ დოკუმენტებზე ბეჭდის ანალოგს წარმოადგენს ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერა. |
მუხლი 5.
საკრებულოს ბეჭდის შენახვა |
1. საკრებულოს ბეჭდის შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. შესაბამისად, საკრებულოს ბეჭედი ინახება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან სათანადოდ ჩაკეტილ, დაცულ ადგილას.
2. ამ წესისის მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბეჭდის შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირივალდებულია საკრებულოს ბეჭედი შეინახოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილზე სათანადოდ ჩაკეტილ, დაცულ ადგილას. |
მუხლი 6.
ცვლიელებებისა და დამატებების შეტანა |
1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები