დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270220000.10.003.018648 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2013, 270220000.10. 003.017209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი):
ა) მე-5 მუხლის:
ა.ა) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს 22 და 23 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„22. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება, ასევე, დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით და „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის №429-ა ბრძანებულების გათვალისწინებით, „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე. 23. ამ წესის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს, ასევე, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით სს „ჭიათურმანგანუმში“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული ყოველთვიური „ზიანის ანაზღაურების სარჩოს” გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 მარტიდან, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილების საფუძველზე.“;
ა.ბ) მე-3 პუნქტის:
ა.ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 2007 წელს გაანგარიშებული (გაცემული) ყოველთვიური გასაცემლის ოდენობით;“;
ა.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) თუ ამ მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის ჭიათურის ადგილობრივ არქივში (შემდგომში − ჭიათურის ადგილობრივ არქივში) დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ.“;
ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ამ წესის მე-5 მუხლის 23 პუნქტით განსაზღვრული მაძიებლისათვის დამატებით წარსადგენია ჭიათურის ადგილობრივ არქივში დაცული ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა დაზარალებული/გარდაცვლილი მარჩენალის დაკარგვის გამო და დადასტურებული იქნება „ზიანის ანაზღაურების სარჩოს“ მიღება 2006 წლის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები