დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის N22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15/17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016268 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N39 და 2 ივნისის №1132 განკარგულებების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №22/60 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016250) ბიუჯეტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
ბიუჯეტის დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
ბიუჯეტის დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
ბიუჯეტის დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 20 741,6 ათ. ლარის ოდენობით.
„ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
ბიუჯეტის დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11 342,4 ათ. ლარის ოდენობით.
„ |
5.
ბიუჯეტის დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 222,7 ათ. ლარის ოდენობით.
„
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
ბიუჯეტის დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 153,8 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9 388,8 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 235,0 ათ. ლარის ოდენობით.
„ |
7.
ბიუჯეტის დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
„ |
8.
ბიუჯეტის დანართის 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები განისაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები 17.2 ათ. ლარის ოდენობით. თანხები გამოიყოფა შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე.“ |
9.
შევიდეს ცვლილება ბიუჯეტის დანართის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 148,7 ათ. ლარის ოდენობით.“ |
10.
ბიუჯეტის დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) აფთიაქები.“ |
11.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები). კერძოდ, ქუჩების ორმულ შეკეთებას, ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერებას, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეო კამერების მოწყობას, მე-7 კმ-ზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადღეღამისო სადგომის მოწყობის პროექტირებას, საგზაო ნიშნების მოწყობას, შუქნიშნების მოვლა-პატრონობას, აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციას, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციას, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობას, ნაბადის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტირებას. ასევე ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციას (ფასადების შეფუთვა და მანსარდების მოწყობა), მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციას, მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთებას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების რეაბილიტაციას (ქუჩები და ხიდები), გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირებას, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, მინი სპორტული მოედნების მოწყობას, სასულიერო სემინარიასთან მიმდებარე სკვერის მოწყობის პროექტირებას, აღმაშენებლისა და დანელიას ქუჩების გამწვანების სამუშაოების პროექტირებას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას და სამუშაოებს, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციას (მათ შორის პროექტირებას), ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა-პროექტირებას და სხვა.” |
12.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაცია, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაცია, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობა. აგრეთვე განხორციელდება ქალაქ ფოთში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ხელს შეუწყობს არსებულის შენარჩუნებას მიმდინარე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების კვალობაზე. ასევე დაგეგმილია ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერება, საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობა, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეო კამერების მოწყობა, მე-7 კმ-ზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადღეღამისო სადგომის მოწყობის პროექტირება, ნაბადის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე გზის საფარის რეაბილიტაციის პროექტირება. ” |
13.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
“1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, დიდების მემორიალის, სკვერების, პარკების, ქალაქის ქუჩებისა და მრავალბინიანი ს/სახლების გამწვანებული ეზოების მოვლა-პატრონობა, მინი სპორტული მოედნების მოწყობა, სასულიერო სემინარიასთან მიმდებარე სკვერის მოწყობის პროექტირება, აღმაშენებლისა და დანელიას ქუჩების გამწვანების სამუშაოების პროექტირება, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება და სამუშაოები, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია (მათ შორის პროექტირება), მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთება და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2015 წელს განხორციელდება საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისათვის ინვენტარის შეძენა, სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, საათების მოვლა-პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ცენტრალური და სხვა პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობა, მინი სპორტული მოედნების მოწყობა, სასულიერო სემინარიასთან მიმდებარე სკვერის მოწყობის პროექტირება, აღმაშენებლისა და დანელიას ქუჩების გამწვანების სამუშაოების პროექტირება, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება და სამუშაოები, მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთება, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია (მათ შორის პროექტირება), რაც მოიცავს პლაჟზე მისასვლელი 3 გზის დაპროექტებას (მათ შორის ერთის რეაბილიტაციას პირველ ეტაპზე), მომსახურე გზის მოწყობას (მათ შორის ნაწილის ასფალტირება), ასევე ღია ავტოფარეხების, საფეხმავლო გზის (ბულვარის და მცირე არქიტექტურული ფორმის შენობების განთავსება), წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებების დაპროექტება და მშენებლობა. პირველ ეტაპზე განხორციელდება დაახლოების 370 მეტრომდე ბულვარის მოწყობა სრული ინფრასტრუქტურით. პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია არაუგვიანეს 2016 წლის 1 სექტემბრისა.” |
14.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის 4.2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
4.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გაიცემა ვაუჩერი, რომლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს. პროგრამით ისარგებლებს დაახლოებით 1142 ადამიანი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ექიმის მიერ გაცემული ფორმა #100 (შესაძლებელია დაერთოს) და პირადობის მოწმობის ასლი. მედიკამენტები განმცხადებელზე გაიცემა პროგრამაში მომსახურე (მონაწილე) აფთიაქ(ებ)იდან. თანხები გამოიყოფა შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიმართვის საფუძველზე. პროგრამის მომსახურე აფთიაქ(ებ)იდან ანგარიშის წარდგენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში მოხდება ყოველთვიურად, სადაც შემოწმდება ანგარიშები და მიეცემა ვიზა დაფინანსებისათვის. თანხები გამოიყოფა შესაბამისი კომისიის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ბრძანება გამოიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე). აღნიშნული პროგრამით დახმარება შესაძლებელია განმცხადებელს გაეწიოს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. |
15.
ბიუჯეტის დანართის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
“მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების თანახმად: |
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 19 მაისის N319 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პროგრამებისათვის 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
გადატანილ იქნა „სანიაღვრე არხების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისათვის" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ შემცირდა „სუბსიდიების“ მუხლი 220,0 ათ. ლარით, შესაბამისად გაიზარდა „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების„ მუხლი. |
ბ)
გადატანილ იქნა „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისათვის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ შემცირდა “სუბსიდიების„ მუხლი 100.0 ათ. ლარით, შესაბამისად გაიზარდა „სხვა ხარჯების“ მუხლი. |
გ)
გადატანილ იქნა „კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის" 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებში, კერძოდ შემცირდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 45,0 ათ. ლარით, „სუბსიდიები“ 2,0 ათ. ლარით, გაიზარდა „სხვა ხარჯები“ 45,0 ათ. ლარით, „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ 2,0 ათ. ლარით. |
დ)
გადატანილ იქნა „ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების -რაგბის სასპორტო სკოლის“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ: შემცირდა „სუბსიდიები“ 3,0 ათ. ლარით, გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 3,0 ათ. ლარით. |
ე)
გადატანილ იქნა „ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ: შემცირდა „სუბსიდიები“ 5,0 ათ. ლარით, გაიზარდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 5,0 ათ. ლარით.
|
| მუხლი 3 |
1.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 12 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები