შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

  • Word
შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/06/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
268
03/06/2015
ვებგვერდი, 15/06/2015
შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 268

2015 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბისათვის“ საბროკერო საქმიანობისლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 5 2–ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის 37 პუნქტისა და მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის 34/01 ბრძანებით დამტკიცებული საბროკერო კომპანიის ლიცენზირების,კაპიტალის მინიმალურიოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 

1. გაიცეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბზე“ განუსაზღვრელი ვადით საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2. შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. 6).

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

ვიცე–პრეზიდენტი                                                                                 ოთარ ნადარაია